Tag Archives: ქვემწვავე თირეოიდიტი

თირეოიდიტები

თირეოიდიტები thyroiditis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თირეოიდიტები – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, განსხვავებულები ეტიოლოგიითა და პათოგენეზით. დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ანთებას უწოდებენ სტრუმას.

მწვავე თირეოიდიტი – ჩირქოვანი ან არაჩირქოვანი; შესაძლოა იყოს დიფუზური ან კეროვანი. მწვავე ჩირქოვანი თირეოიდიტი ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ინფექციის ფონზე (ტონზილიტი, პნევმონია და სხვ.).

მწვავე თირეოიდიტისიმპტომები: ტკივილი კისრის წინა ზედაპირზე, რომელიც ირადირებს კეფაში, ზედა და ქვედა ყბებში, ძლიერდება თავის მოძრაობის დროს, ყლაპვისას. ვლინდება კისრის ლიმფური კვანძების გადიდება; ტემპერატურის მომატება, შემცივნება; პალპაციით ფარისებრი ჯირკვლის მთლიანი წილი ან მისი ნაწილი მტკივნეული და გადიდებულია, ხოლო ფორმირებული აბსცესის დროს ვლინდება ფლუქტუაცია. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა, ედსის მომატება. ფარისებრი ჯირკვლის სკანირების დროს აღინიშნება ,,ცივი უბანი“, რომელიც არ შთანთქავს იზოტოპს და შეესაბამება ანთებით კერას.

Read More