Tag Archives: ქორიული

ტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროფობლასტი – 1. (trophoblastus (ბერძნ. trophe  –  კვება, blastos  –  ღივი, ნერგი)  ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ჩანასახსგარე ორგანო, ვითარდება ნათელი ბლასტომერისაგან. უზრუნველყოფს ჩანასახის იმპლანტაციასა და კვებას, ქმნის ქორიული ხაოების გარეთა საფარს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)2.  ძუძუმწოვართა ჩანასახის უჯრედთა გარეთა შრე

Read More

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More