დიადები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიადები – (diades ბერძნ.di – ორი; იხ.სინ.უნივალენტა) მეიოზური ქრომოსომები, რომლებიც შედგებიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ რამდენადმე უკვე განცალკევებული ორი ქრომატიდისაგან. მეიოზური გაყოფის პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების ბირთვებში დიადების რიცხვი დიპლოიდური რიცხვის ტოლია. ჰომოლოგიური ქრომოსომების (დიადების) კონიუგაციის შემდეგ მეიოზის პროფაზაში იქმნება ფიგურები, ე.წ.ტეტრადები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.