Tag Archives: ქრომოსომული

გამეტოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამეტოპათიები – თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარება განპირობებულია გენეტიკური მასალის ცვლილებებით სასქესო უჯრედების მომწიფების პროცესში (გამეტოგენეზი) ან განაყოფიერების დროს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) დაყოფის პირველ სტადიებზე; შესაძლებელია იყოს ქრომოსომთა რიცხვის (პოლიპლოიდია ან ანეუპლოიდია) ან ქრომოსომების აგებულების (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) დარღვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

აცენტრული მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აცენტრული მიტოზი – (chromosomata acentralia ბერძნ.a – უარყოფა და იხ.ცენტრომერა) ქრომოსომები, რომლებსაც ცენტრო­მერები არა აქვს. ასეთი ქრომოსომები წარმოიქმნება ქრომოსომული აბერაციების შედეგად. მიტოზის დროს ისინი არ მაგრდება თითისტარას ძაფებზე, პოლუსებისკენ არ მიიზიდება და იკარგება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More