Tag Archives: ღეროს

გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი – (K. H. Hertwig გერმ. ფიზიოლოგი; F. Magendie, ფრანგ. ნევროპათოლოგი) შეძენილი სიელმის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხასიათდება თვალების თავისებური მდებარეობით, რომლის დროსაც ერთი თვალი მობრუნებულია ქვევით და შიგნით, ხოლო მეორე – ზემოთ და გარეთ. დამახასიათებელია, რომ თვალების დისოცირებული მდებარეობა შენარჩუნებულია მზერის ნებისმიერი მიმართულების დროს.

Read More

განგლიექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიექტომია – სიმპათიკური ღეროს ერთი ან რამდენიმე კვანძის ამოკვეთა სხეულის ერთი ან ორივე ნახევრის კისრის, გულმკერდის ან წელის მიდამოებში; ოპერაციის მიზანია შესაბამისი მიდამოს სიმპათიკური ინერვაციის მოშლა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა