ღვიძლის აბსცესი
ღვიძლის აბსცესი liver abscess ღვიძლის აბსცესი – პიოგენური აბსცესები ანტიბიოტიკოთერაპიის ფართო გამოყენების შემდეგ საკმაო იშვიათად გვხვდება. ღვიძლის აბსცესი შეიძლება წარმოიქმნას: აღმავალი ბილიარული ინფექციით; ჰემატოგენურად – სეფსისის დროს ინფექციის გავრცელებით კარის ვენის სისტემით ან ღვიძლის არტერიის გავლით; ინფექციის პირდაპირი გავრცელებით მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს; ღვიძლის ტრავმების დროს. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის აბსცესი წარმოადგენს ჩირქოვანი ქოლანგიტის