Tag Archives: შეღწევა

წყლულის პენეტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულის პენეტრაცია – (ლათ. penetratio – შეღწევა) წყლულის შეღწევა კუჭის ან თორმეტჯოგა ნაწლავის კედლის ფარგლებს გარეთ გარემომცველ ორგანოებში (კუჭქვეშა ჯირკვალი, სანაღვლე გზები და სხვ.). ვლინდება ტკივილით ფერდქვეშა არეში, რომელიც ღებულობს მუდმივ ინტენსიურ ხასიათს, ირადირდებს ამა თუ იმ მიდამოში; აღინიშნება ცხელება, მუცლის კედლის კუნთების დაჭიმულობა, ლოკალური მტკივნეულობა პალპაციისას,

Read More

ქორიოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოიდიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი). ეტიოლოგია: ქრონიკული და  მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა. პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ  მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია. სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი

Read More