Tag Archives: შპრიცები

“ლუერის” ტიპის შპრიცი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

დამზადებულია მთლიანად მინისგან. შედგება გრადუირებული ცილინდრის და ცარიელსხეულიანი  დგუშისგან (სურ. 1.54 A). მასალის ერთგვაროვნება აადვილებს მის სტერილიზაციას. გამოშვებულია 2, 5, 10, 50 და 100 მლ ტევადობის შპრიცები. შპრიცის სუსტ წერტილს წარმოადგენს კონუსური დაბოლოება (4მმ), რომელიც ძალიან მყიფეა და შესაბამისად ადვილად მტვრევადი.

Read More

შპრიცი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

miz8

ორგანიზმში თხევადი სამკურნალო ნივთიერების დოზირებულად შესაყვანი, ანატომიური ან პათოლოგიური ღრუს გამოსარეცხი და მისგან სითხის (ექსუდატი, სისხლი, ჩირქი და სხ.)  საევაკუაციო სამედიცინო ინსტრუმენტი. (სურ. 1.54). აგებულება:

შპრიცი შედგება  გრადუირებული   ცილინდრისა  და დგუშისაგან; მუშაობს ხელის დგუშიანი ტუმბოს პრინციპით.   შპრიცისადმი განკუთვნილი   მოთხოვნებია:  მანიპულირების მოხერხებულობა და სიმსუბუქე, დგუშსა და ცილინდრს შორის ნაპრალში სითხის მინიმალური რაოდენობით გაჟონვა;

Read More