ნეიტროფილური გრანულოციტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიტროფილური გრანულოციტი – (granulocytus neutrophilus) ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი სახე – 65 – 75 %. სუსტად ოქსიფილურ ციტოპლაზმაში შეიცავს წვრილ აზუროფილურ და ნეიტროფილურ გრანულებს. აქვს პოლიმორფული ბირთვი და ფაგოციტური აქტივობის უნარი. ბირთვის ფორმის მიხედვით არჩევენ სეგმენტბირთვიან, ჩხირბირთვიან და აგრეთვე ახალგაზრდა გრანულოციტებს, რომლებიც პერიფერიულ სისხლში არ გვხვდება. (ც. გაჩეჩილაძე,