Tag Archives: ცენტრალურად

პეტერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეტერსის სინდრომი – (A. Peters, გერმ. ოფთალმოლოგი) განვითარების მემკვიდრეობითი ანომალია: რქოვანას უკანა ზედაპირის დეფექტი ცენტრალურად მდებარე ლიბრით, რასაც თან ახლავს თვალის წინა საკნის გაბრტყელება; ხშირად შერწყმულია განვითარების სხვა ანომალიებთან, მაგ. მგლის ხახასთან, ნაწლავის ატრეზიასთან; სავარაუდოდ გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

კვერცხის შემცველი სფეროები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კვერცხის შემცველი სფეროები – / პფლიუგერის სფეროები /   საკვერცხის განვითარებადი ჩანასახოვანი ეპითელიუმის ნაწილებია, რომლებიც შედგებიან რამდენიმე ცენტრალურად განლაგებული გონოციტისა და გარშემომხვევი ჩანასახოვანი ეპითელიუმის უჯრედებისაგან. ასე ეწოდება გერმანელი მკვლევარის  –  პფლიუგერის (1820 – 1910) საპატივსაცემოდ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More