Tag Archives: ცენტრებია

ენდოპლაზმური ბადე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდოპლაზმური ბადე – (rete endoplasmicum) უჯრედის ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია a – და b – ციტომემბრანებით შემოსაზღვრული სუბმიკროსკოპული არხების, მილაკების, მომრგ­ვალო ან მოგრძო ბუშტუკებისა და გაბრტყელებული პარკების განტოტ­ვილი სისტემით. არჩევენ ორი ტიპის ენდოპლაზმურ ბადეს: 1. გრანუ­ლურ ანუ მქისე ენდოპლაზმურ ბადეს, რომელიც შედგება ფ – ციტო­მემბრანებისა, ანუ პარავეზიკულური მემბრანებისაგან

Read More

განგლიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.

Read More