Tag Archives: ციული

ლიმფური კვანძის რეაქციული ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური კვანძის რეაქციული ცენტრი – (centrum reactivum / noduli lymphatici/)  ლიმფური ფოლიკულის ცენტრალური ნათელი ნაწილი, შედგება რეტიკულური უჯრედებისაგან, გაყოფად B  –  ლიმფობლასტებისაგან, მაკროფაგებისა და დენდრიტული უჯრედებისაგან . ორგანიზმის ინტოქსიკაციის დროს მიმდინარეობს მოფაგოციტე უჯრედთა დაგროვება. აღნიშნული მიგვანიშნებს ამ ზონის ძლიერ რეაქტიულობაზე. სინ. გამრავლების ცენტრი სინ.ცენტრი გერმინაციული (ცენტრუმ გერმინალე).

Read More

კერატოფაკია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერატოფაკია – (keratophakia; კერატო –  + ბერძ. phakos ლინზა) რეფრაქციული კერატოპლასტიკის სახე, რომლის დროსაც ტრანსპლანტანტს აძლევენ ლინზის ფორმას და ნერგავენ მას რქოვანას ცენტრში მისი გარდამტეხი ძალის გაზრდის მიზნით; გამოიყენება აფაკიის კორექციისათვის, და შორსმხედველობის მაღალი ხარისხის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More