საყლაპავის დივერტიკული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის დივერტიკული – ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი – პულსიურს. დივერტიკულების დიაგნოსტიკისათვის ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას; ენდოსკოპური გამოკვლევა ტარდება ჩვენების მიხედვით და გარკვეული სიფრთხილით (შესაძლებელია დივერტიკულის პერფორაცია, განსაკუთრებით კისრის) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო