Tag Archives: ცხიმ

ცხიმები

ცხიმები – რთული ორგანული ნივთიერებები. წარმოადგენს გლიცერინისა და ერთფუძიანი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერების ნარევს. ცილებთან, ნახშირწყებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალი ორგანიზმების აუცილებელი კომპონენტია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ლიპიდები

ლიპიდები – ბუნებრივი ორგანული ნაერთების ფართო ჯგუფი, რომელშიც შედიან ცხიმები და ცხიმის მსგავსი ნივთიერებები. მარტივი ლიპიდების მოლეკულა შედგება სპირტისა და ცხიმოვანი მჟავისაგან, რთული ლიპიდებისა კი – სპირტის, მაღალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავებისა და სხვა კომპონენტებისაგან. ლიპიდები შედიან ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაში. წარმოადგენენ ბიოლოგიური მემბრანების ერთ – ერთ ძირითად კომპონენტს. წარმოქმნიან ორგანოზმის ენერგეტიკულ რეზერვს, მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში

Read More