არადიფერენცირებული ეპითელიოციტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არადიფერენცირებული ეპითელიოციტი – მცირედდიფერენცირებული / უყაითნო / (epitheliocytus nondifferentiativus ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი, cytos – უჯრედი; ლათ.differentiatio – დიფერენციაცია, დაყოფა) ნაწლავის კრიპტის ეპითელიუმის უჯრედი – ენტეროციტი, კრიპტებისა და ხაოების ეპითელიოციტების რეგენერაციის წყარო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!