Tag Archives: ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია

ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია

ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია hepatolenticular degeneration

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰეპატოლენტიკულარული დეგენერაცია – ზოგადი დაავადება, რომელიც ხასიათდება სპილენძის ცვლის დარღვევით, ციროზის ტიპის ღვიძლის დაზიანებითა და თავის ტვინში დესტრუქციული პროცესებით. გვხვდება უპირატესად ჭაბუკობის ასაკში. და მიეკუთვნება გენეტიკურად განპირობებულ ფერმენტოპათიებს; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ავადმყოფთა სისხლის შრატში დაქვეითებულია ცერულოპლაზმინის შემცველობა, რომელიც ბოჭავს სპილენძს და მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული სპილენძის აბსორბცია ნაწლავში. ამის შედეგად ხდება სპილენძის ჭარბ დაგროვებას ღვიძლში (რაც იწვევს ციროზის განვითარებას), ნერვული სისტემის განგლიებში (იწვევს მათ ტოქსიკურ დაზიანებას), კანში, რქოვანას პერიფერიაზე და სხვა ქსოვილებში.

 

სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად დაავადება იწყება ღვიძლის დაზიანებით და დიაგნოსტირდება როგორც ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, შემდეგში თან ერთვის ნევროლოგიური დარღვევები, კიდურების ტრემორი, სკანდირებული მეტყველება, სახის ამიმია, შემდეგში კი ვითარდება კიდურების კუნთების ჰიპერტონუსი, აზროვნების დარღვევა.

Read More

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

.. ალიმენტური დისტროფია ამილოიდოზი კარდიის აქალაზია კუჭის ფუნქციური აქილია გასტრიტი ჰემოქრომატოზი ჰეპატიტი ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია ფუნქციური ჰიპერბილირუბინემიები ესენციური ჰიპერლიპემია კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია ნაწლავური დისბაქტერიოზი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დისკინეზიები დისპეფსია დუოდენიტი სიყვითლე შეკრულობა კანდიდოზი კარცინოიდი ნაწლავური ლიპოდისტროფია კოლიტი შეწოვის უკმარისობის სინდრომი მონელების უკმარისობის სინდრომი ქრონიკული პანკრეატიტი ღვიძლის უკმარისობის სინდრომი კვებითი ალერგია ფაღარათი (დიარეა) პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი პოსტჰეპატიტური სინდრომი

Read More