Tag Archives: ჰიპერჰიდროზი

კომელის ხაზოვანი იქთიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომელის ხაზოვანი იქთიოზი – მემკვიდრეობითი ერითროდერმიის ნაირსახეობა. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ კვირეებში, კანის სხვადასხვა უბანში ჩნდება დიდი, ნათელი წითელი ლაქები – გეოგრაფიული რუქისმაგვარი კონტურებით, ტანზე იისფერი ან ყავისფერი ანაქერცლი, რომელიც ჰიპერკერატოზული ზონებისაგან შედგება, ხელისა და ფეხისგულების ჰიპერჰიდროზი. სინონიმი: რილეს ფიგურული წითელი კერატოზი,

Read More

ანგიოტროფონევროზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოტროფონევროზები – (angiotrophoneurosis; ბერძ. Angeion სისხლძარღვი, trophe კვება; სინ.: სისხლძარღვოვან – ტროფიკული ნევროზები, სისხლძარღვოვან – ტროფიკული ნევროპათიები) დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან ორგანოებისა და ქსოვილების ვაზომოტორული და ტროფიკული ინერვაციის მოშლის შედეგად. ანგიოტროფონევროზების სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. ავადმყოფთა ერთ ნაწილს აღენიშნება ვაზომოტორული დარღვევები, მეორეს – ტროფიკული, მესამეს – ორივე სახის. ანგიოტროფონევროზების დროს

Read More