Tag Archives: ჰისტამინის

სიმპტომატური წყლულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი

Read More

ანაფილატოქსინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანაფილატოქსინი – (ანაფილაქსია + ტოქსინი) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანაფილაქსიის დროს და იწვევს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვას, სისხლძარღვთა განვლადობის გაზრდას, პოხიერი უჯრედების დეგრანულაციასა და ჰისტამინის გამოთავისუფლებას. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი