ენცეფალოტრიგემინული ანგიომატოზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენცეფალოტრიგემინული ანგიომატოზი – (სინ.: სტერჯ – ვებერის დაავადება, თანდაყოლილი ნეიროექტოდერმული დისპლაზია) დაავადება ფაკომატოზების ჯგუფიდან, რომელთაც საფუძვლად უდევთ ექტომეზოდერმული დისპლაზია; ვლინდება კანის, თავის ტვინის, თვალის კაკლის ანგიომატოზით, ასევე შინაგანი ორგამოების ანგიომატოზითა და განვითარების მანკებით. დაავადების ადრეული კლინიკური გამოვლინებაა კანის ჰემანგიომა, რომელიც შესაძლოა აღინიშნებოდეს დაბადებისთანავე, ან გამოვლინდება ბავშვის სიცოცხლის