ენცეფალომიელიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენცეფალომიელიტი – თავის ტვინის არაინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომლებიც ხასიათდებიან ტვინის დიფუზური ან მრავალკეროვანი დაზიანებით. თანდაყოლილი ენცეფალოპათიები განპირობებულია მეტაბოლიზმის გენეტიკური ფაქტორებით, თავის ტვინის განვითარების ანომალიებით ან დაკავშირებულია მავნე ფაქტორების ზემოქმედებასთან პერინატალურ პერიოდში. შეძენილ ენცეფალოპათიებს შორის განასხვავებენ ტრავმულ, ტოქსიკურ, სისხლძარღვოვან, მეტაბოლურ ენცეფალოპათიებს. ენცეფალოპათიების ადრეული ნიშნებია: გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების, დაქვეითება, ძილის