ფლეგმონა
ფლეგმონა phlegmon არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ფლეგმონა – ქსოვილთა ჩირქოვანი გალღობა. ფლეგმონის მიერ დაზიანებული შრეების მიხედვით განასხვავებენ კანქვეშა, სუბფასციურ და კუნთთაშორის ფლეგმონას. ფლეგმონა შესაძლებელია განვითარდეს შუასაყარშიც, რეტროპერიტონეუმში, გულმკერდისა და მუცლის კედლებში. ინფექციის გამომწვევია სტრეპტოკოკები, ანაერობული და ლპობითი მიკროორგანიზმები. ინფექციის შეჭრის კარი ხშირად ჭრილობებია. თავდაპირველად ადგილი აქვს ქსოვილთა სეროზულ ინფილტრაციას; მე-2-3 დღეს ვლინდება სეროზულ-ჩირქოვანი (სტრეპტოკოკები), ჩირქოვანი (სტაფილოკოკები)