Tag Archives: ავტოსომურ

ალსტრემ – ოლსენის სინდრომი

ალსტრემ – ოლსენის სინდრომი – (С. Н. Alstrom, О. Olsen, შვედი ოფთალმოლოგები) მემკვიდრეობითი დაავადება; ვლინდება ბადურის ნეიროეპითელის განვითარების ანომალიით გამოწვეული მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალპერსის სინდრომი

ალპერსის სინდრომი – (В. J. Alpers, ამერ. ნეიროქირურგი; სინ. ტვინის პოლიდისტროფია პროგრესული) ბავშვებში სიბრმავის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ტონუსის სპასტიკური ცვლილებების, მიოკლონუსის, ჭკუასუსტობის განვითარება, რაც უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების დეგენერაციულ ცვლილებებს; აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი