ალერგენი
ალერგენი (allergen) – ალერგენები – ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ალერგიას. მათ მიეკუთვნება ცილები, ცილა-პოლისაქარიდები, ცილა-ლიპიდური კომპლექსები, პოლისაქარიდები და არაორგანული ნივთიერებები, მათ შორის ქიმიური ელემენტები (ლითონები, ბრომი, იოდი). ორგანიზმში მოხვედრის მიხედვით განასხვავებენ: ეგზოგენურ და ენდოგენურ ანუ აუტოალერგენებს, რომელსაც თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .