ამბლიოკორი
ამბლიოკორი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
ამბლიოკორი წარმოადგენს მხედველობის კორექციის თანამედროვე კომპლექსს, რომლის მოქმედების საფუძველია ვიდეოკომპიუტერული აუტოტრენინგის მეთოდი, ამბლიოკორი გამოიყენება ამბლიოპიის (ზარმაცი თვალი) მკურნალობის მიზნით.
ამბლიოკორის მოქმედების პრინციპი
ამბლიკორით მხედველობის კორექცის მიზნით პაციენტი თავსდება ეკრანის წინ, რომელზეც ხდება ფილმის დემონსტრირება. ამავდროულად ახდენენ პაციენტის ენცეფალოგრამის რეგისტრირებას თავის ტვინის ქერქის მხედველობის უბნის პროექციაზე, ენცეფალოგრამის სიგნალი გადაეცემა კომპიუტერს რეალურ დროში თავის ტვინის ბიოაქტიურობის ანალიზის მიზნით, კომპიუტერი კი მუდმივად ახდენს მხედველობის უბნის ნეირონების სუმარული აქტივობის გამოთვლას ელექტროენცეფალოგრამის პარამეტრების მიხედვით და ამ აქტივობის შესუსტების ან გაძლიერების იდენტიფიცირებას. ნეირონების აქტივობაზე დამოკიდებულებით კომპიუტერი ვიდეოსიგნალის მეშვეობით ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულებას აბუნდოვნებს ან ამკვეთრებს.