Tag Archives: არამკაფიო

ცერვიკალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერვიკალგია – ტკივილის სინდრომი: ხასიათდება ტკივილით კისრის მიდამოში და ხშირად მიმდინარეობს კისრის კუნთების დაჭიმვით, მტკივნეულობით, მოძრაობის შეზღუდვით, ზოგჯერ თავბრუსხვევებით, ვეგეტატიური დარღვევებით, არამკაფიო მხედველობით. გამოყოფენ ვერტებროგენურ ცერვიკალგიას, რომელიც დაკავშირებულია ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიასთან და არავერტებროგენურს – რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიოზიტით, კუნთებისა და იოგების დაჭიმვით, კეფის ნერვის ნევრალგიით

Read More

ქორიოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოიდიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი). ეტიოლოგია: ქრონიკული და  მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა. პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ  მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია. სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი

Read More

საკროილეიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკროილეიტი – 1. (ლათ. [os] sacrum გავა + [os] ilium თეძოს ძვალი +  – itis) გავა – თეძოს სახსრის ანთება; აღინიშნება უპირატესად მოწიფულობისა და ხანში შესულ ასაკში როგორც მენჯის  ძვლების ოსტეომიელიტის გართულება, ბეხტერევის დაავადების პერიფერიული ფორმის დროს, ბრუცელოზის, ძვალ – სახსროვანი ტუბერკულოზის დროს. მწვავე ჩირქოვანი (ბანალური) საკროლეიტის

Read More