აკომოდაციის სპაზმი
აკომოდაციის სპაზმი (ცრუ ახლომხედველობა) – ეს არის თვალის ცილიარული კუნთის მუშაობის დარღვევა, რის გამოც ქვეითდება თვალის უნარი, შეინარჩუნოს სხვადასხვა მანძილზე მდებარე საგნების მკვეთრი გამოსახულება. მიზეზები აკომოდაციის სპაზმი ხშირად გვხვდება ბავშვებში და ახალგაზრდა პირებში. არსებული მონაცემებით ყოველი მეექვსე სკოლის მოსწავლეს მსგავსი დარღვევა აღენიშნება.ძირითი მისი მიზეზი ახლო მანძილზე მუშაობისას (კითხვა, კომპიუტერზე მუშაობა, ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება) მხედველობითი გადაძაბვაა.