Tag Archives: ბავშვებს

მგლის ხახა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლის ხახა – 1. იხმარება ბრჭყალებში ”მგლის ხახა” (palatum schisum – გახლეჩილი სასა, სასის ნაპრალი) სასის განვითარების მანკი. იგი ხშირად კომბინირებულია გახლეჩილ ტუჩთან ე.წ.„კურდღლის ტუჩთან“ (schistochilia – გახლეჩილი ტუჩი) – ზედა ტუჩის შეუხორცებლობასთან (განვითარების მანკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More