Tag Archives: ბერძნული

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More

პიელოსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიელოსტომია – (pyelostomia; ბერძ. Pyelos გობი + stoma პირი) ოპერაციული ჩარევა, რომელიც მდგომარეობს ფისტულის დადებაში თირკმლის მენჯზე. პიელოსტომიას ატარებენ თირკმელების დროებითი ან მუდმივი დრენირების მიზნით ექსკრეტორული ანურიის დროს; ფისტულა იდება თირკმლის ფუნქციის ან ზედა საშარდე გზების გამავლობის აღდგენამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More