Tag Archives: გამოყოფს

ფრაგმოპლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრაგმოპლასტი – (pragmoplastus ბერძნ. pragma  –  ღობე და plastos  –  წარმოქმნილი)  მკვრივი გრანულებისა და ბოჭკოებისაგან შექმნილი ფირფიტის სახის ტიხარი, რომელიც ვითარდება უჯრედის გაყოფის (ციტოტომიის) პროცესში და ერთიმეორისაგან გამოყოფს მიტოზის შედეგად წარმოქმნილ ორ მცენარეულ უჯრედს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

ფიალისებრი ეგზოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიალისებრი ეგზოკრინოციტი – (exocrinocytus calyciformis ბერძნ. exo  –  გარეთა, crinein  –  გამოყოფა, cytos  –  უჯრედი და ლათ. calyx, calycis  –  ფიალა) ჯირკვლოვანი უჯრედი ენდოდერმული ეპითელიუმის შემადგენლობაში, რომელსაც ფიალისებრი ფორმა აქვს სეკრეტის დაგ­როვების ფაზაში, როდესაც სეკრეტის ზეწოლით უჯრედის ბირთვი გა­და­ინაცვლებს უჯრედის ბაზალურ ნაწილში და გამოყოფს ლორწოვან სეკრეტს. (ც.

Read More