Tag Archives: გამყიდველი

ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება – შეიცავს პირობებს, რომლებითაც ერთი მხარე (გამყიდველი), მეორე მხარეს (მყიდველს) გადასცემს რაიმე საქონელს ან ცოდნას, გამოცდილებას, რაიმე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს, უწევს მომსახურებას, აწარმოებს ობიექტების მშენეებლობას ან ასრულებს სხვა სამუშაოებს გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად. ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებაში მიზანშეწონილია დაწვრილებით აისახოს მხარეთა უფლება–მოვალეობანი საქონლის თავისებურებებისა და მიწოდების ფორმის გათვალისწინებით.

Read More

ლიზინგი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიზინგი – სამეწარმეო საქმიანობის სახე, რომელიც მიმართულია დროებით თავისუფალი ან მოზიდული ფინანსური სახსრების ინვესტირებისაკენ, როდესაც ლიზინგის გამცემი ვალდებულებას კისრულობს საკუთრებაში შეიძინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება გარკვეული გამყიდველისაგან და დროებით, გარკვეული ანაზღაურების ფასად, დაუთმოს არენდატორს (ლიზინგის მიმღებს) სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More

კონტრაგენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონტრაგენტი – სავაჭრო პარტნიორი, რომელიც გარიგების მეორე მხარეა. საგარეო ვაჭრობის ხელშეკრულებებში გამყიდველი გამოდის, როგორც მყიდველის კონტრაგენტი, ხოლო ის თავის მხრივ არის გამყიდველის კონტრაგენტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გადმოსატვირთი (ჩასაბარებელი) წონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გადმოსატვირთი (ჩასაბარებელი) წონა – დანიშნულების პუნქტში გადმოტვირთვისას დადგენილი და მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით წონის შემოწმების საბუთში მითითებული საქონლის წონა. საქონლის გადმოსატვირთი წონით ჩაბარებისას გადაზიდვების დროს შესაძლო დანაკარგების რისკს სწევს გამყიდველი და არა მყიდველი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აქცეპტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქცეპტი – მიღებული დოკუმენტის მიხედვით გადახდაზე თანხმობა. საგარეო ვაჭრობაში, მყიდველის მიერ მიღებული წინადადებების აქცეპტი, ისევე როგორც გამყიდველისაგან მიღებული შეკვეთის აქცეპტი, ნიშნავს გარიგების დადებას. აქცეპტი გამოიყენება, – როგორც თანხმობა საანგარიშსწორებო და სასაქონლო დოკუმენტების მიხედვით გადახდაზე. მიმწოდებელი გამოწერს ანგარიშს საგადასახადო მოთხოვნების მყიდველის სახელზე და გადასცემს იმ ბანკს, რომელიც ატყობინებს

Read More