Tag Archives: გაყოფა

კოლხიცინური მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლხიცინური მიტოზი – (mitosis colchicina C – მიტოზი; ანუ K – მიტოზი ბერძნ.mitos  –  ძაფი) უჯრედის გაყოფა, რომელიც შეჩერე­ბულია მეტაფაზის სტადიაზე კოლხიცინისა და სხვა ალკალოიდების ზემოქმედებით. ეს ნივთიერებები შლის აქრომატული თითისტარას ძაფებს და ამით გამორიცხავს ქრომოსომების გადაადგილებას პოლუ­სებისაკენ. K – მიტოზი იწვევს უჯრედების პოლიპლოიდიზაციას ენდო­რეპროდუქციის მსგავსად. (ც.

Read More

დიფერენციული ცენტრიფუგირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიფერენციული ცენტრიფუგირება – ნარევის (ან ქსოვილიანი ჰომოგენატის) გაყოფა შემადგენელ ნაწილებად (ფრაქციებად) სპეციალური აპარატების – ზესიჩქარის ცენტრიფუგების მეშვეობით. ციტოლოგიაში ამ მეთოდს იყენებენ იზოლირებული უჯრედული სტრუქტურული კომპონენტების: ბირთვების, ბირთვაკების, მიტოქონდრიების, ქრომოსომებისა და სხვ. მისაღებად. ამ სტრუქტურის იზოლაცია შესაძლებელია მათი არაერთდროული დალექვით ცენტრიფუგის ბრუნვის დროს სხვადასხვა სიხშირის ბრუნებით. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More