Tag Archives: გრიპი

გრიპი

გრიპი influenza

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

 გრიპი (influenza, grippe) – მწვავე ვირუსული დაავადება, ანთროპონოზი; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციითა და რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით. 

გრიპი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გრიპის გამომწვევი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების კლასს, რომელშიც შედის А, В და С გრიპივირუსის სახეობები. А ტიპის გრიპივირუსები იყოფიან მრავალ სეროტიპებად. მუდმივად წარმოიქმნება ახალი ანტიგენური ვარიანტები. გრიპივირუსები სწრაფად იღუპება გაცხელების, გამოშრობისა და სხვადასხვა მადეზინფიცირებელი აგენტების მოქმედების დროს. ინფექციის კარია რესპირატორული ტრაქტის ზედა განყოფილებები. ვირუსები არჩევითად აზიანებს სასუნთქი გზების ცილინდრულ ეპითელს, განსაკუთრებით ტრაქეის.

Read More