Tag Archives: გულის

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More

ლევას დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევას დაავადება – (М. Lev) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის მარცხენა ნახევრის შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურებისა და პარკუჭთაშუა ძგიდის სკლეროზით, წინაგულ – პარკუჭოვანი კონის (ჰისის კონა) და მისი ფეხების ზეწოლით, წინაგულ – პარკუჭოვანი და პარკუჭთაშიგა გამტარობის დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More