Tag Archives: გულის

ლეფლერის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეფლერის ენდოკარდიტი – გულის პათოლოგია, გამოხატული გულის უკმარისობით, შერწყმული ვისცერულ დაზიანებასთან (კანი, კუნთები, თირკმლები, სახსრები, ფილტვები და სხვ.) და ეოზინოფილიასთან. მორფოლოგიურად წარმოადგენს კედლისამყოლ ფიბროპლასტიკურ ენდოკარდიტს თრომბებით, ახასიათებს გენერალიზებული ეოზინოფილური ვასკულიტი და ეოზინოფილური ინფილტრატები შინაგან ორგანოებში. მსგავსია ეოზინოფილური ვასკულიტისა კედლისამყოლი ენდოკარდიტით, დისემინირებული ვისცერული დაზიანებებისა. სინონიმი: მეკერის დაავადება. [“3”]

Read More

ლენეგრის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლენეგრის დაავადება – (J. Lenegre, ფრან. კარდიოლოგი; სინ.: ბლოკადა იდიოპათიკური ქრონიკული, გულის გამტარი სისტემის დაავადება, იზოლირებული) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის გამტარი სისტემის დისტროფიული და სკლეროზული ცვლილებებით, მიოკარდის დანარჩენი ნაწილისა და გვირგვინოვანი არტერიების დაზიანების გარეშე; ვლინდება წინაგულ – პარკუჭოვანი და პარკუჭთაშიგა გამტარობის დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More