Tag Archives: დგომა

უჯრედის ჰომეოსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ჰომეოსტაზი – (homeostasis cellularis ბერძნ. homoios – მსგავსი და statis – დგომა) – უჯრედის სტაციონარული მდგომარეობა,რომელიც გაპირობებულია უჯრედის შიგა გარემოს მუდმივობის უზრუნველმყოფი სარეგულაციო მექანიზმების მოქმედებით. უჯრედის მიმართ ტერმინი „ჰომეოსტაზი“ შემოიღო ჰეილბრაუნმა (1956). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

სტაინტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაინტონის სინდრომი – მემკვიდრეობითი ოდონტოპლაზია. გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. აღინიშნება მოყავისფრო ან რუხი სარძევე კბილები, მტვრევადი ემალი, დენთინური შრის უგრძნობლობა. კბილის გვირგვინი სწრაფად ცვდება და ვითარდება ყბების არასწორი დგომა. ხშირად თან სდევს ძვლების მტვრევადობა, პოლიდაქტილია. სინონიმები: კაპდეპონის სინდრომი, სტაინტონ – კაპდეპონის სინდრომი, კაპდეპონ – ჰოჯის სინდრომი,

Read More