Tag Archives: დეფიციტით

დისგამაგლობულინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისგამაგლობულინემია – თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოლოგიური უკმარისობა, რომელიც ხასიათდება სისხლის ერთი ან რამდენიმე კლასის იმუნოგლობულინების დეფიციტით, როდესაც შენარჩუნებულია დანარჩენების ნორმალური ან კომპენსატორულად მომატებული დონე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აგამაგლობულინემია ლიმფოპენიური

აგამაგლობულინემია ლიმფოპენიური – (agammaglobulinaemia lymphopenica; სინ.: ალიმფოციტური აგამაგლობულინემია, გლანცმან – რინიკერის სინდრომი, იმუნოპარეზის შვეიცარული ტიპი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მკერდუკანა ჯირკვლის აპლაზიით, ლიმფოციტებისა და პლაზმური უჯრედების არარსებობით ქსოვილებში, იმუნოგლობულინების ყველა კლასის დეფიციტით; ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში სეპტიკური პროცესით, ფილტვების, კანის, შარდგამომყოფი გზების დაზიანებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით.