Tag Archives: დიფერენციალური

ნაღველგამომყოფი გზების სტრიქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღველგამომყოფი გზების სტრიქტურა – ნაწიბუროვანი შევიწროება – წარმოიქმნება ოპერაციის ჩატარებისას ნაღვლგამომყოფ გზებზე მათი დაზიანების დროს. სიმპტომები. სიყვითლე, რომელიც წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ, ან მუდმივი გარეთა ნაღვლოვანი ფისტულა, შემცივნება, აქოლია, დისპეფსია და სხვ. დაზიანებების მხოლოდ 5% ვლინდება ოპერაციის მსვლელობისას, დიდი ნაწილი კი  – 2 თვიდან 1 წლის შემდეგ, ზოგჯერ

Read More

მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი – ინფექციის გავრცელების (სტაფილო – , სტრეპტოკოკები, ეშერიხიები და სხვ.) შედეგი ლიმფოგენურად მშობიარობის შემდგომი წყლულიდან ან ინფიცირებული საშვილოსნოდან. პარამეტრიუმის უჯრედისში ინფექციის გამომწვევის შეღწევას ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის და საშოს ზედა მესამედის დაზიანება. ანთებითი სეკრეტი სწრაფად მკვრივდება, რაც დაზიანებულ ქსოვილებს აძლევს დამახასიათებელ კონსისტენციას. სიმპტომები, მიმდინარეობა.

Read More

კისრის შუამდებარე ცისტები და ფისტულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კისრის შუამდებარე ცისტები და ფისტულები – წარმოიქმნება ფარისებრ – ენის სადინრიდან. ენის ძირისა და ფარისებრი ჯირკვლის ყელს შორის შუა ხაზზე მდებარობს უმტკივნეულო მოძრავი წარმონაქმნი. ხშირად იგი ლოკალიზებულია უშუალოდ ხახის ზევით, გადაინაცვლებს ყლაპივის დროს. ინფექციის თანდართვის შემთხვევაში წარმოიქმნება მუდმივი ან მორეციდივე ფისტულა ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით. ფისტულა მთლიანი

Read More

ექსუდაციური ენტეროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური ენტეროპათია – (ბავშვებში) დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პლაზმის ცილების მომატებული დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოშლისა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ პირველად (მემკვიდრულ) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ – ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ

Read More

ეპიფრენული დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიფრენული დივერტიკული – მდებარეობს საყლაპავის ქვედა მესამედში დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის ზევით. ყველაზე უფრო ხშრად იგი გამოდის საყლაპავის მარჯვენა კედლიდან, მაგრამ იზრდება მარცხნივ. სიმპტომები. ტკივილი, რომელიც განპირობებულია დივერტიკულში წნევის მომატებით, დისფაგია. გართულებები – ეზოფაგიტი, პერფორაცია (დივერტიკულიტის დროს). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კარდიოსპაზმთან, პარაეზოფაგულ თიაქართან და საყლაპავის კიბოსთან. ოპერაციული მკურნალობა

Read More