Tag Archives: დუღილის

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საშიში ქიმიური ნივთიერებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშიში ქიმიური ნივთიერებები – (საქართველოს კანონიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და მიეკუთვნებიან ტოქსიკურობისა და საშიშროების შემდეგ კლასებს: ა) ფეთქებადი ნივთიერებები და პრეპარატები მყარ, თხევად, პასტისმაგვარ ან ლაბისებრ მდგომარეობაში, რომლებიც იწვევენ ეგზოთერმულ რეაქციას ატმოსფერული ჟანგბადის გარეშე და

Read More

ებულოსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ებულოსკოპია – (ლათ. ebulio – ვადუღებ და ბერძნ. სკოპეო – ვუყურებ) ხსნარისა და გამხსნელის დუღილის ტემპერატურათა სხვაობის გაზომვით გახსნილი ნივთიერების მოლეკულური მასის, გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერების აქტივობისა და სუსტი ელექტროლიტების დისოციაციის ხარისხის განსაზღვრის მეთოდი. ებულოსკოპიას საფუძვლად უდევს რაულის ერთ – ერთი კანონი (იხ. რაულის კანონები). [“1”] გაფრთხილება!

Read More

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More

დეჰიდროგენაზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჰიდროგენაზები – ფერმენტების ერთ – ერთი მრავალრიცხოვანი ქვეჯგუფი, რომლებიც აკატალიზებენ ბიოლოგიური ჟანგვისა და აღდგენის რეაქციებს, ანუ რეაქციებს, რომლებიც უკავშირდებიან სუნთქვის, გლიკოლიზისა და დუღილის რეაქციებს; ზოგიერთი დეჰიდროგენაზის აქტივობა სისხლის შრატში გამოიყენება დამატებით დიაგნოსტიკურ ტესტად რიგი დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More