Tag Archives: ენდოკრინული

ჰიპოფიზი

ჰიპოფიზი – (hipophysis, glandulapituitaria; სინ.: თავის ტვინის დანამატი)  შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი; მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის რეგულაციის ძირითად რგოლს. შედგება წარმოშობით და ფუნქციურად განსხვავებული 2 წილისაგან. გამოიმუშავებს რიგ პეპტიდურ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოთალამური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთალამური სინდრომი – 1. სიმპტომთკოპლექსი, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. კლინიკური სურათი ყალიბდება ნეიროენდოკრინული (ჰიპოპიტუიტარიზმი პროლაქტინემიასათან ერთად, უშაქტო დიაბეტთან ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან), კვების დარღვევებით (მგლის მადა, ან ანორექსია) ვეგეტატიური დისფუნქციით, ვეგეტატიური კრიზების ჩათვლით წყალ – ელექტროლიტური და ნახშირწყლოვანი ბალანსის, თერმორეგულაციის,

Read More

შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები – (სინ.: ენდოკრინული ჯირკვლები, ინკრეტული ჯირკვლები) ევოლუციის პროცესში სპეციალიზირებული ორგანოები, რომლებიც ახდენენ ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ჰორმონების) პროდუცირებასა და გამოყოფას ორგანიზმის შინაგან გარემოში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შიმკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიმკეს სინდრომი – მემკვიდრეობითი მრავლობითი ენდოკრინული ხასიათის სიმსივნეთაკომპლექსი: ფარისებური ჯირკვლის მედულარული კარცინომა შეუღლებული ორმხრივ ფეოქრომოციტომასთან, პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერპლაზიასა და ადენომასთან. ადგილი აქვს აკტჰ, ერითროპოეტინის, კალციტონინის და სხვ. ჰორმონების ექტოპიურ პროდუქციასაც. სინონიმი: სიპლის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ყვითელი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი სხეული – 1. (corpus luteum) დროებითი დამატებითი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც საკვერცხეში ოვულაციის შემდეგ მწიფე ფოლიკულის გასკდომის – გახლეჩის ადგილას წარმოიქმნება. ყვითელ სხეულში ფოლიკულური ეპითელიუმის ჯირკვლოვანი ტრანსფორმაციის შედეგად პროდუცირდება ჰორმონი პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის მოსამზადებლად, ჩანასახის ენდომეტრიუმში იმპლანტაციისა და პლაცენტის განვითარებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More