Tag Archives: ენერგიის

წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია – (ინტ.) complex automation manufacturing საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის მეთოდოლოგია, დაფუძნებული კომპიუტერების გამოყენებაზე. აერთიანებს საპროექტო სამუშაოებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს, დაგეგმვის, კონტროლის, მართვისა და აღრიცხვის სისტემებს. კომპლექსური ავტომატიზაციის სისტემის დანერგვის შედეგად, საწარმო არსებითად ამცირებს ზედნადებ ხარჯებს, დაფინანსების დანახარჯებს, წარმოების ნარჩენებსა და წუნს, უზრუნველჰყოფს ნედლეულისა და ენერგიის ეკონომიას.

Read More

ძირითადი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძირითადი ცვლა – ენერგიის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სრულ მოსვენებით მდგომარეობაში. ძირითადი ცვლა ასახავს მეტაბოლური პროცესების ინტენსივობას ორგანიზმში, რომელიც მიმართულია მუდმივად მიმდინარე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ამ ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება გულ – სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, თირკმელების, ღვიძლის, კუჭ –

Read More

ქსოვილოვანი სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სუნთქვა – ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე აერობული ჟანგვა – აღდგენითი პროცესები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ორგანული ნაერთების ჟანგვით დაშლას, ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნით და ენერგიის გამოთავისუფლებით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ფიზიოლოგიური ფუნქციების განსახორციელებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქონდრიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიოსომები – (chondriosomata ბერძნ.chondros  –  მარცვალი და soma, somatos  –  სხეული)  –  მიტოქონდრიები  უჯრედის ორგანოიდის, ე.წ.ქონდრიომის განაწევრები, რომლებიც ასრულებენ უჯრედის სასუნთქი ცენტრებისა და ენერგიის აკუმულატორების როლს. უჯრედის ამ სტრუქტურული კომპონენტების აღსანიშნავად თანამედროვე ლიტერატურაში უფრო ფართოდ ხმარობენ ტერმინს „მიტოქონდრიები“, ვიდრე „ქონდრიოსომებს“. ტერმინი „ქონდრიოსომა“ შემოიღო (1902) ბენდამ. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ფოტოსინთეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოტოსინთეზი – სინათლის ენერგიის გარდაქმნის პროცესი ორგანული ნივთიერებების ქიმიური ბმების ენერგიად, რომელიც აუცილებელია, როგორც ორგანიზმებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფოტოსინთეზს, ასევე სხვა ორგანიზმებისათვის, რომლებსაც უნარი არა აქვთ დამოუკიდებლად განახორციელონ ორგანული ნივთიერებების სინთეზი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა