Tag Archives: ენიჭება

ეოზინოფილური გრანულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური გრანულომა – ჰისტიოციტოზოდების წამყვანი კლინიკური ფორმა. აღინიშნება ბიჭუნებსა და ვაჟებში. ზიანდება ქალას ძვლები, გრძელი ლულისებრი ძვლები, იშვიათად მალები და მენჯის ძვლები. ვლინდება დაზიანებული კერის ტკივილითა და შეშუპებით, ზოგჯერ სიმსივნისმაგვარი წარონაქმნის გაჩენით. დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი როლი ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მკურნალობა, როგორც წესი ოპერაციულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

გლიკოკალიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლიკოკალიქსი – (glycocalyx ბერძნ.glycos – ტკბილი) გლიკოპ­როტეიდული ზემემბრანული კომპლექსი, ასოცირებულია პლაზმოლე­მასთან. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედის რეცეპტორულ ფუნ­ქციებში. შედგება ცილა – ფერმენტებისაგან, გლიკოპროტეიდებისა და პოლისაქარიდებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More