Tag Archives: ერთეული

ოსტეონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონი – (osteon ბერძნ.osteon – ძვალი) ლულისებრი ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება სისხლძარღვის გარშემო კონცენტრულად დაშრევებადი ძვლოვანი ფირფიტებისაგან და ხასიათდება ორ მეზობელ ფირფიტაში კოლაგენურ ბოჭკოთა მიმართულების სხვადასხვაობით, რითაც უზრუნველყოფილია ძვლის სიმტკიცე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ნეფრონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფრონი – 1. (nephronum) თირკმლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული. შედგება თირკმლის სხეულაკისა, პროქსიმული ნაწილის, ნეფრონის მარყუჟისა (დაღმავალი და აღმავალი ნაწილებით) და დისტალური ნაწილებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)2.  თირკმელების მთავარი სტრუქტურულ – ფუნქციური ელემენტი, წარმოადგენს თხელკედლიან დაკლაკნილ მილაკს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More