Tag Archives: ვება

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერ­მინაციის ხარისხის მომატება, რის

Read More

არლეკინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არლეკინის სინდრომი – სხეულის ნახევრების შეფერვის მკვეთრი განსხვავება. აღინიშნება ახალშობილებში თავის ტვინის სამშობიარო ტრავმის დროს. მოზრდილებში შესაძლოა გამოვლინდეს სახის ერთი ნახევრის ჰიპერემიით კისრის სიმპათიკური ბოჭკოების დაზიანებისას და წარმოიშვას მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს. გაფრთხილება!  

ანიზომეტროპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანიზომეტროპია – თვალების არაერთნაირი რეფრაქცია (განსხვავება ჩვეულებრივ 2 დიოპტრზე მეტია).