Tag Archives: ზონის

მადელუნგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მადელუნგის დაავადება – 1. კისრის დიფუზური სიმეტრიული ლიპომატოზი. ხასიათდება ცხიმის ლოკალური ჩალაგებით კისრის არეში მკვეთრად დეფორმირებული ცხიმოვანი ბალიშის ჩამოყალიბებით; 2. განვითარების თანდაყოლილი მანკი: სხივის ძვლის დისტალური ზონის ადრეული გაძვალება, რაც იწვევს წინამხრის დეფორმაციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლიმფური კვანძის რეაქციული ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური კვანძის რეაქციული ცენტრი – (centrum reactivum / noduli lymphatici/)  ლიმფური ფოლიკულის ცენტრალური ნათელი ნაწილი, შედგება რეტიკულური უჯრედებისაგან, გაყოფად B  –  ლიმფობლასტებისაგან, მაკროფაგებისა და დენდრიტული უჯრედებისაგან . ორგანიზმის ინტოქსიკაციის დროს მიმდინარეობს მოფაგოციტე უჯრედთა დაგროვება. აღნიშნული მიგვანიშნებს ამ ზონის ძლიერ რეაქტიულობაზე. სინ. გამრავლების ცენტრი სინ.ცენტრი გერმინაციული (ცენტრუმ გერმინალე).

Read More