Tag Archives: თრომბოციტ

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More

სისხლის ფორმიანი ელემენტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფორმიანი ელემენტები – (elementa sanguinis formalia ლათ.elementum  –  ელემენტი, ნაწილაკი და sanguis, sanguinis  –  სისხლი)   ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები (სისხლის ფირფიტები). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლის პლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის პლაზმა – სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შემადგენლობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები. სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7 – 8% შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების

Read More

ნაცრისფერი თრომბოციტების სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაცრისფერი თრომბოციტების სინდრომი – კლინიკური სიმპტომებია: თრომბოციტოპენია, სპლენომეგალია, რუხი ფერის აგრანულირებული თრომბოციტები. ძვლის ტვინში დამახასიათებელია დიფუზური ფიბროზი, ელექტრონული მიკროსკოპიით თრომბოციტებში არ არის ალფა – გრანულები. ელექტროფორეზით პოლიაკრილამიდურ გელსა და იმუნოელექტროფორეზით არ ვლინდება თრომბოციტული თრომბოსპონდინი და ფიბრონექტინი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

მაი – ჰეგლანის ანომალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაი – ჰეგლანის ანომალია – იშვიათი ოჯაური ანომალია. განეკუთვნება თრომბოციტოპენიურ თრომბოციტოპათიას. გენი გადაეცემა დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია თრომბოციტოპენია, დიდი 2 – 5 მიკრონი ზომის ჩანართების არსებობა ნეიტროფილებში. გიგანტური თრომბოციტები ასევე შეიცავენ გრანულებს მცირე რაოდენობით. კლინიკური გამოვლინებები არა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა. თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია 3 დღემდე

Read More