Tag Archives: თურქული

აფთები

აფთები – aphthae დამოუკიდებელი დაავადება, ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქული, კუჭ – ნაწლავის დაავადებები) გართულება; წარმოადგენს მტკივნეულ, ზედაპირულ, პატარა მოყვითალო წყლულებს პირის ღრუს, იშვიათად კი საშოს ლორწოვანზე. პირის ღრუს აფთებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თურქული

თურქული murrain თურქული – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აფთოზური დაზიანებით, ხელის თითების კანის დაზიანებით. მიეკუთვნება ზოონოზებს. თურქული – ეპიდემიოლოგია. ადამიანისთვის ინფექციის წყაროსა და რეზერვუარს წარმოადგენენ წყვილჩლიქოსანი ცხოველები – უპირატესად ძროხები, რომელთა რძე და ნაწილობრივ შარდი შეიცავენ თურქულის გამომწვევებს. დასნებოვნება ხდება დაავადებული ცხოველების ახალი რძის გამოყენების შედეგად, უფრო

Read More