ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვილების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილოვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერმინაციის ხარისხის მომატება, რის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა – ფილტვის ფუნქციის დაქვეითება მისი ვენტილაციის შემცირებით და სისხლის აირების ცვლის შემცირებით, პირველ რიგში მასში ჟანგბადის უკმარისობით. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს როგორც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების, ასევე სუნთქვის რეგულაციის დარღვევის (ნერვული სიტემის დაზიანება), გულმკერდის ძვალ – კუნთოვანი აპარატის დაავადებების შედეგად. სუნთქვის უკმარისობა ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენიიდოზი – ადამიანისა და ცხოველის ჰელმინთოზი, რომელიც აერთიანებს ორ დაავადებას – ტენიოზს და ტენიარინქოზს. ტენიოზის გამომწვევია ღორის ლენტურა (Taenia solium), რომლის სიგრძე 2 მ აღწევს, შედგება თავის, კისრისა და პროგლოტიდებისაგან. ლენტურას მატლები – ცისტიცერკები (ფინები) პარაზიტობენ ღორის კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ადამიანი ავადდება ღორის ფინებიანი, თერმულად ცუდად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმენის დაქვეითება – სმენის მყარი დაქვეითება, რომელიც აძნელებს მეტყველების აღქმას. ბავშვებს ხშირად უვითარდებათ მწვავე ან ქრონ. ოტიტის, ცხვირისა და ცხვირ – ხახის დაავადებების (მაგ., ადენოიდები) დროს. სმენის მკვეთრი დაქვეითების მიზეზია შუა ყურისა და კარიბჭე – ლოკოკინას ნერვში მიმდინარე პათოლ. პროცესები. ზოგჯერ შეინიშნება თანდაყოლილი სმენის დაქვეითება, რომელმაც ისევე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი