კარბუნკული
კარბუნკული არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე კარბუნკული (carbuncle) რამდენიმე თმის პარკისა და ირგვლივი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კეფის მიდამო და ზურგი. ფურუნკულის გადასვლას კარბუნკულში ხელს უწყობს ტრავმატიზაცია, შაქრიანი დიაბეტი. სიმპტომები, მიმდინარეობა ვლინდება მტკივნეული ინფილტრატი კანის მკვეთრი ჰიპერემიით, სადაც განლაგებულია რამდენიმე ფისტულის ხვრელი ჩირქოვანი გამონადენითა და ნეკროზული ფსკერით. ინფილტრატი ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მკაფიო