Tag Archives: კარგავენ

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერ­მინაციის ხარისხის მომატება, რის

Read More

უჯრედების დედიფერენცირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქ­ტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზა­ციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მე­ქანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.

Read More

პრეკოლაგენური ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეკოლაგენური ბოჭკოები – (fibrae precollagenae ლათ.pre – წინა და იხ.ბოჭკოები კოლაგენური) კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნის საწყისი სტადიის – არგიროფილური ბოჭკოების სახესხვაო­ბა. კოლაგენურ ბოჭკოებად გადაქცევის შემდეგ პრეკოლაგენური ბოჭკოები კარგავენ არგიროფილიას. ამ ბოჭკოების სტრუქტურული სუბერთეულებია 300 – 1500 Ao სისქის პროტოფიბრილები. მათ აქვთ განივი დახაზულობა ნათელი და მუქი ზოლების გამო,

Read More

მძინარე მზეთუნახავის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მძინარე მზეთუნახავის სინდრომი – ნერვული უჯრედების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის გარკვეულ უბანში სისხლის მიწოდების შემცირებით – შედეგად უჯრედები კარგავენ ფუნქციოანლურ აქტივობას არასაკმარისი სისხლმომარაგების გამო, რომელიც ვერ უზრუველყოფს მეტაბოლიზმის საკმარის დონეს, მაგრამ საკმარისია ტვინის ქსოვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რაც უზრუნევლყოფს ნორმალური სისხლმომარაგების აღდგენისას დარღვეული ფუნქციის ნორმალიზაციას. გაფრთხილება!

Read More

მართვის დივიზიული სტრუქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მართვის დივიზიული სტრუქტურა – ეს არის ტიპი ორგანიზაციური სტრუქტურისა, რომელიც შემუშავებულია დიდი ორგანიზაციების ინტერესებში, რომელთათვისაც ფუნქციონალური სტრუქტურები კარგავენ ეფექტურობას. დივიზიული სტრუქტურა – ესაა ორგანიზაციის ისეთი შიგა აგებულება, რომლის დროსაც ფუნქციონალურ ქვეგანყოფილებათა ჩარჩოებში იქმნება შედარებით მცირე წარმონაქმნები, რომლებიც გამოყოფილნი არიან არა ფუნქციურად, არამედ პროდუქციის სახეობის, კლიენტების ან გეოგრაფიული

Read More