Tag Archives: კედელს

ყვითრის პარკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის პარკი – (saccus vitellinus) ჩანასახსგარე (პროვიზორული) ორგანო, რომელიც ასრულებს ტროფიკულ ფუნქციას. იგი უვითარდება თევზების, რეპტილიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩანასახებს. ყვითრის პარკის კედელს ქმნის ყვითრის ეპითელიუმი, მეზენქიმა და გარეთა ეპითელიუმი. ყვითრის პარკის შიგნით ყვითრის პარკის ღრუა (cavum vitellinum), რომელშიც ყვითრია. იგი ტროფიკული მასალაა, რომლის ხარჯზეც მიმდინარეობს ჩანასახის

Read More

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

პლევრექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლევრექტომია – -(ბერძ. Pleura გვერდი, ნეკნი + ektome გაკვეთა, ამოკვეთა) ვისცერული და პარიესული პლევრის მოცილების ქირურგიული ოპერაცია, რომლებიც ქმნიან ჩირქოვანი ღრუს კედელს პლევრის ემპიემის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერიციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიციტი – 1. (pericytus, LNH; პერი – + ჰისტ. cytus უჯრედი; სინ.: ადვენტიციური უჯრედი, პერივასკულარული უჯრედი) ნაკლებდიფერენცირებული შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედი, რომელიც ეკვრის კაპილარის, არტერიოლებისა და ვენულების კედელს გარედან; პერიციტი ასრულებს ფაგოციტურ ფუნქციას, მონაწილეობს კაპილარების სანათურის ცვლილებაში. 2.  მცირედ დიფერენცირებული შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები, რომლებიც გარედან ეკვრიან სისხლძარღვოვან კაპილარებსა და ლოკალიზდებიან

Read More

გლომუსის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლომუსის უჯრედები – მსხვილი ნათელი უჯრედები, რომლებიც რამდენიმე შრედ გარს ეხვევა არტერიულ – ვენური ანასტომოზების, ე.წ.გლომუსების, არტერიული ნაწილის ენდოთელურ კედელს. ამ უჯრედებს შეკუმშვის უნარი აქვს. ისინი მეზენქიმური წარმოშობისაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More